შალვა ნათელაშვილი – ეს გერმანელი ევროპარლამენტარი, ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს


ავტორი
Front News საქართველო
“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ძალიან მაინტერესებს ეს გერმანელი ევროპარლამენტარი, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი ვისი დავალებით და რა უფლებამოსილებით აკვარახჭინებს ქართულ პოლიტიკურ კრიზისს, თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მისი შუამავლობა ივანიშვილის გადასარჩენად დამთავრდა ქვეყნისათვის სრული კრახით, ოპოზიციის პარლამენტში შეყრით, მმართველი პარტიის ხელშეკრულებიდან გასვლით და “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვით, რაზედაც მას პროტესტიც კი არ გამოუხატავს.
იქნებ ამ საშოვარზე მოარულ ევროდეპუტატს ემუშავა თავის გერმანიის მთავრობასთან, რომ არ დავებლოკეთ ნატოში, რომ ნაცისტთა ჩახოცილ 400 ათას ქართველსა, თუ მათ შთამომავლებზე გაეცათ კომპენსაცია, ან წინ აღდგომოდა ჩრდილოეთის ნაკადსა და უკრაინის გაყიდვას გერმანიის მიერ, ან სულ ბოლოს, მარწყვის საკრეფად გერმანიაში გარეკილი ქართველები მაინც მოენახულებინა, რომლებიც მონებად მუშაობენ იქ”- წერს ნათელაშვილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს