
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებებს ტყუილს უწოდებს.
“მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით სანქცირებული საქონლისთვის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისთვის მარშრუტს აყალიბებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს