Logo

შალვა პაპუაშვილი - არ მგონია, სისხლის სამართლის დამნაშავეების მცდელობებს, რომ აქტუალური იყვნენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ

პოლიტიკა
204
Frontnews image description

ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც სასჯელს იხდის. უმჯობესია, ეს დრო გამოიყენოს რესოციალიზაციისთვის, რომ თავისი დანაშაულებრივი ზრახვები გადაიაზროს და საზოგადოებას სასჯელის მოხდის შემდეგ დაუბრუნდეს გამოსწორებულ ადამიანად და არა დამნაშავედ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, აქტუალური იყოს.

"არ მგონია, სისხლის სამართლის დამნაშავეების მცდელობებს, რომ აქტუალური იყვნენ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთ დანაშაულს როცა ეხება საქმე, საზოგადოების პასუხი უნდა იყოს იგნორირება იმ წამოძახებებზე, რაც მას, სააკაშვილს და სხვა დამნაშავეებს აქვთ. რომ არა სოცმედიასაშუალებები, პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებული იქნებოდნენ იმით, რა დააშავეს ქვეყნის წინაშე. მას საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები