შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ბულგარეთის ღირებული მონაწილეობისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობები. შალვა პაპუაშვილმა გამოხატა საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ბულგარეთს, როგორც შავი ზღვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილი მიესალმა ბულგარეთის მონაწილეობას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობას. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, მნიშვნელობას ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის კუთხით.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ბულგარეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობას უკავშირდება. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: PABSEC-ში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


