შალვა პაპუაშვილი - დღევანდელ ეპოქასაც ბევრი საერთო აქვს იმ დროსთან, დღესაც გვჭირდება იგივე სიბრძნე, იგივე სიმამაცე, რომ გადავრჩეთ

ავტორი
Front News საქართველო
თელავში მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
"გილოცავთ ერეკლეობას, იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არამხოლოდ გვირგვინით, არამედ - გულით. 300 წლის წინ გაყოფილი, დაქუცმაცებული, ომისგან დაქანცული საქართველო სწორედ ერეკლე მეფის გონიერებამ და სიმამაცემ გააერთიანა. შეიძლება სრულად ვერ გააერთიანა, მაგრამ სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული მე-18 საუკუნეში ყველა იმ ქარტეხილის გამოვლა, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას მოუწია. ეს ის პერიოდია, როდესაც იცვლება სამყარო, რევოლუციები და სახელმწიფოების მოდერნიზაცია იწყება, იმპერიების ზენიტია. ამ დროს, მეფე ერეკლეს მთავარი საზრუნავი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის, ჩვენი სარწმუნოების გადარჩენა იყო. დღევანდელ ეპოქასაც ბევრი საერთო აქვს იმ დროსთან, დღესაც ვხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს და დღესაც გვჭირდება იგივე სიბრძნე, იგივე სიმამაცე, რომ გადავრჩეთ. სწორედ ამიტომ, თითოეულ ქართველს ვუსურვებ ერეკლეს სიბრძნეს, ერეკლეს სიმამაცეს, ერეკლეს მარჯვენას, რადგან დღესაც ეს არის საჭირო. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების "ავ მუსაიფს", ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს და ჩვენს ღირსებას!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


