Logo

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დღეზე ევროკავშირისგან დაფინანსებული პირის ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას

პოლიტიკა
09.05.2025 / 16:55
28
Frontnews image description

ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"იმედის" ინფორმაციით, "ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისივე ცნობით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

Advertisement