შალვა პაპუაშვილი – გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ, ცხვირი ჰგავდა? – ჰგავდა, ყური ჰგავდა? – ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც


ავტორი
Front News საქართველო
“გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ. ცხვირი ჰგავდა? – ჰგავდა, ყური ჰგავდა? – ჰგავდა და ასევე ჰგავდა ქცევაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ამით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი ინციდენტი შეაფასა და მელიას ქცევა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე გამოსახულ შინაარსს შეადარა.
“ჩვენი ოპონენტები ბანერებზე მაღალი მორალური პიედესტალიდან საუბრობენ – შევიდნენ საკუთარ Facebook-გვერდზე. შედით „ევროპული საქართველოს“ გვერდზე და ნახეთ, როგორი ბანერები აქვთ. თუ დაბეჭდილ ბანერს სხვა წონა აქვს და ციფრულ ბანერს სხვა? მათ ზიზღის ენის შემცველი ვიდეოკლიპები აქვთ გადაღებული, რომლის განთავსებასაც ითხოვდნენ და ტელევიზიისგან უარი მიიღეს, თუმცა უჩივლეს და მოიგეს კიდეც. ზიზღის ენა ჩვენი გამოხატვის თავისუფლება არისო. ჩვენი ოპონენტები ამას წლების განმავლობაში ამკვიდრებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
“ნუ გააიგივებთ ამ ბილბორდებს „ქართულ ოცნებასთან“, არ არის კავშირში ჩვენს პარტიასთან და რა ვქნათ, ხომ არ დავიბრალებთ?“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს