Logo

შალვა პაპუაშვილი - ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია

პოლიტიკა
112
Frontnews image description

ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია, დემოკრატიული წესწყობილების მტერია.

"ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური. „ნაციონალური მოძრაობა“ – როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია – დემოკრატიული წესწყობილების მტერია. ასეთი იყო ის ხელისუფლებაში ყოფნისას და ასეთად რჩება ის ოპოზიციაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Advertisement