Logo

შალვა პაპუაშვილი - მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში

პოლიტიკა
5 საათის წინ / 12:29
81
Frontnews image description
© Parliament of Georgia

"თითოეულ თქვენგანს ადგილზე დაგხვდათ წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის, სადაც თქვენც და საზოგადოებასაც შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ ჩვენს განვლილ საკანონმდებლო თუ საზედამხედველო საქმიანობას, როგორც შინაარსობრივ, ისე სტატისტიკურ ჭრილში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მე-10 მოწვევის პარლამენტს ბევრის გადატანა მოუხდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთ რთულ დროს გამოჩნდება ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა.

"თუმცა, დღეს მსურს წარმოგიდგინოთ არა მხოლოდ გასული წლის, არამედ მთლიანად მეათე მოწვევის პარლამენტის ანგარიში და აქცენტი გავაკეთო იმ პოლიტიკურ ფაქტორებსა და ქარტეხილებზე, რომელთან გამკლავებაც მოგვიხდა ყველას ერთად.

მეათე მოწვევის პარლამენტი მართლაც იქცა შემობრუნების წერტილად უახლეს ქართულ ისტორიაში, რადგანაც ის, სუვერენიტეტის განმტკიცების და ეროვნული ინტერესების დაცვის მტკიცე და გაბედულ კრებულს წარმოადგენდა.  ამ კრებულის თითოეული, ყოფილი თუ მოქმედი წევრი უნდა ამაყობდეს საქართველოს დაცვასა და წინსვლაში შეტანილი წვლილით.

მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ განვლილი ოთხი წელი აღსავსე იყო წინააღმდეგობებით, უცხო გავლენებითა და შიდა საქმეებში ჩარევით, დესტრუქციული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს საფუძვლების რყევით, ინტერეს-ჯგუფების მიერ პოლიტიკური ფრონტის გახსნით, ღალატით, დივერსიით და მტრისა თუ მოყვრის მიერ დაგებული ხაფანგებით. თუმცა, ყველაზე მეტად, სწორედ ამ რთულ დროს გამოჩნდა ქართველი ხალხის ერთგულება, სიბრძნე და ნდობა. ამიტომაც იქცა განვლილი პერიოდი შემობრუნების წერტილად.

თუკი რაიმე გასდევდა წითელ ხაზად წინა მოწვევის პარლამენტის საქმიანობას, ეს იყო ქვეყნის განვითარების ჩარხის უკუღმა დატრიალების, არეულობის დათესვის და რევოლუციების მცდელობების კასკადი, რომლითაც ჩვენი საზოგადოების დაზიანება განიზრახეს, თუმცა შედეგად უფრო გამოწრთობილი, თავდაჯერებული და დაბრძენებული საზოგადოება მიიღეს.

იმისთვის რომ გავიაზროთ, თუ როგორ შევძელით ეს, უნდა გავიხსენოთ თუ რა გამოვიარეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები