Logo

შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა
178
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვას საპარლამენტო დელეგაციას - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ბოგდატ ცირდიასა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.

დელეგაციის წევრები მოლდოვას პარლამენტის 3 ოპოზიციურ ფრაქციას წარმოადგენენ: სოციალისტების, "ალტერნატივის” ფრაქციას და საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატია შინ".

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგი და ურთიერთმხარდაჭერა.

მოლდოვურმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტურბულენტურ და დაძაბულ საერთაშორისო ვითარებაში, წლების განმავლობაში, ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვისკენაა მიმართული.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, ტურიზმის სექტორში, რასაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე. მან მოლდავურ მხარესთან დიალოგის გაგრძელების მზაობა დაადასტურა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები