შალვა პაპუაშვილი – პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც

ავტორი
Front News საქართველო
ყველა კვლევით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადგილობრივი ხელისუფლება გახდა ყველაზე მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტი, რაც, რა თქმა უნდა, ასევე აისახება ჩვენი კანდიდატების რეიტინგებში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორად ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი, საქმეზე და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა, ენდობა ჩვენს გუნდს და მზად არის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავაც დაუჭიროს მას მხარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ოპოზიციის და მათი ტელევიზიების მიერ რეალური სურათის დამახინჯების სასოწარკვეთილი მცდელობა კვლევების მანიპულირების და დეზინფორმაციით გაჯერებული სიუჟეტების მეშვეობით.
“ამის საუკეთესო მაგალითი იყო IPSOS-ის კვლევა, როცა პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მოაქცია ჩიხში ელემენტარულმა კითხვებმა დამკვეთიც და შემსრულებელიც. რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის გონების არევის ამგვარ სასოწარკვეთილ მცდელობებს წარმატების შანსი არ აქვს. ქართველი ხალხი, 2 ოქტომბერს, უკვე მერვედ გააკეთებს სწორ არჩევანს და მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატებს. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს და მოვუწოდოთ მათ აქტიურობისკენ. 2 ოქტომბერს ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


