Logo

შალვა პაპუაშვილი - როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები

პოლიტიკა
68
Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას ეხმიანება, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.

პაპუაშვილის შეფასებით, "საელჩოს განცხადება ყალბი პათეტიკით არის გაჯერებული, ვინაიდან, სწორედ დისი ბრიტანეთი ცდილობს სანქციების დაწესების გზით ორი მედიასაშუალების - “იმედისა” და “პოს ტვ”-ის “მოკვლას”.

“როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები”, - წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები