
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ის ეხმიანება ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას და აღნიშნავს, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის აუცილებელია, ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები
“უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,
უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,
უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.
ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.
რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესტნიკების და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა "ბნელ წარსულს" ჩააბარა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს