შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, სახალხო დამცველსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ურთიერთობების გაღრმავებას კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


