
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებთან ერთად ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა.
"უპირველეს ყოვლისა, საქართველოში და ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ შობის დღესასწაულს და ყველას მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებ.
გუშინ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას ამძიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, სრულად შევიგრძნოთ და ჩვენს გულში ქრისტე დაიბადოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს