
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა თადუმაძემ, შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტთან ალან მიჩელთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში შალვა თადუმაძემ, კომიტეტის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორების, ასევე, საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის პირობებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ.
"მინისტრის მოადგილემ მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას.
შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა უწყებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამინისტრო მზადაა ამ კუთხით მუშაობის გასაგრძელებლად, ისევე როგორც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შალვა თადუმაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს