შალვა თადუმაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თეიმურაზ მღებრიშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჰაინანის პროვინციას ეწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა თადუმაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილესთან სიუ ძიააისთან.
"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამომავლო აქტივობებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას, მათ შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სწავლებებისა და კურსების ორგანიზების მიმართულებით.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა, ასევე, მიიღო კატასტროფის რისკის შემცირებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე გამართულ „სარტყელისა და გზის“ 2025 წლის მინისტერიალში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
შალვა თადუმაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


