შალვა თადუმაძე შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის ბაზაზე, ასევე ცხრაწყაროს და ტაბაწყურის საგუშაგოებზე იმყოფებოდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ბაზის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ტექნიკური აღჭურვილობა, საცხოვრებელი კოტეჯები, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერა.
შალვა თადუმაძე ადგილზე გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჭაბაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
თაგები:
შალვა თადუმაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს