შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება, ერთი დღე თავდაცვის ძალებს დაეთმო. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.
ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ღონისძიებებით დატვირთული დღე სამხედრო ელემენტებით გაჯერებული სპორტული შეჯიბრებით დასრულდა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.
თაგები:
სამხედრო დღე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს