
ავტორი
Front News საქართველო
გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, “ტვიტერზე“, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.
გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი.
ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
თაგები:
შარლ მიშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს