Logo

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში 12 მარტს ჩამოვა

საზოგადოება
801
Frontnews image description

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვევა.

დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.

"კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

Advertisement