“შეიძლება, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, შეცდომა არ დაუშვია”


ავტორი
Front News საქართველო
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და სავარაუდოდ, ცრუ ჩვენების მიცემა დაავალეს.
მაყვალა გზირიშვილის თქმით, მისი შვილი სხვა მიმართულებით მუშაობდა და იმუნიზაციის პროცესში მოულოდნელად ჩართეს.
„შეიძლება,უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასე თქვიო და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში და რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის. ჩემი შვილი რამდენი წელია, მუშაობს, იცის ნემსის გაკეთება და ყველაფერი, რატომ შეტენეს ჩემს შვილს?“, – აცხადებს მაყვალა გზირიშვილი.
საქართველოს პროკურატურამ მ.ბ-ს გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წარუდგინა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს