“შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია შემდეგი კვირიდან რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება. ამის შესახებ მან განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და არა მხოლოდ პოლიტიკურს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც ვილაპარაკეთ, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ და რეგიონების ჭრილში გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში, შეიძლება ერთგვარად დავარქვათ, საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხები იქნება პრიორიტეტული, რეგიონული გამოწვევები. ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც რა თქმა უნდა დავინტერესდებით", – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს