"შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება" - რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე "დიუშენის მარში" გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე "დიუშენის მარში" გაიმართება.
"მრავალთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია.
სახელმწიფოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 2 მედიკამენტის შემოტანის შესახებ. ყველა ბავშვი მიიღებს წამალს. დანარჩენ მედიკამენტებზე მუშაობა გრძელდება.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ბრძოლაში. შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება", - აღნიშნულია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაში.
თაგები:
დიუშენის მარში




