Logo

“შემოვედით, რომ გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი და დავიწყოთ ზრუნვა, რომ მეორეც გამოვიყვანოთ ციხიდან”

საზოგადოება
1276
Frontnews image description

"ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს უნდა გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუა და პარლამენტში დღეს სწორედ ამისთვის მივიდნენ.

"დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა. ჩვენ შემოვედით დღეს იმისათვის, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი ციხიდან და დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მეორე ადამიანიც გამოვიყვანოთ ციხიდან.

არც ერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. ასეთ კანონს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ.

მელია თანახმაა, რომ ევროკავშირის მიერ უპრეცედენტო შეთავაზება გამოყენებული იქნას, ამიტომ მე მივესალმები მის ამ გადაწყვეტილებას და იმედი მაქვს, რომ ეს მექანიზმი ამუშავდება და ნიკა გამოვა", – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თაგები:

Advertisement