Logo

“შესაძლოა, კიდევ დაიწიოს ასაკმა ან საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს, აბა ხომ არ გავაფუჭებთ”

საზოგადოება
1247
Frontnews image description

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში შესაძლოა, კიდევ დაიწიოს ასაკმა ან საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს.

თენგიზ ცერცცაძის განმარტებით, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ქვეყანაში ვაქცინის სიჭარბე შეიქმნას.

"ახლა იქნება ვაქცინის უწყვეტი მოდინება. ვაქცინის სიჭარბე შეიძლება შეიქმნას, განიხილება, რომ ასაკობრივი ცენზი შეიცვალოს. თავიდან არ იყო გათვლილი, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანები აცრილიყვნენ ექიმებთან ერთად, მაგრამ კარგი გადაწყვეტილება იყო, აბა ხომ არ გავაფუჭებთ ვაქცინას. 

შესაძლოა, კიდევ დაიწიოს ასაკმა ან სულაც საყოველთაო ვაქცინაცია გამოცხადდეს", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

თაგები:

Advertisement