Logo

“შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა”

საზოგადოება
1463
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ოპოზიციური სპექტრი არ აპირებს შევიდეს ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული.

"პარლამენტში შესვლა ვისაც სურდა და საბაბს ეძებდა იმისთვის, რომ ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში შესულიყო, უკვე შევიდა და ამით ვერ შეცვალა ერთპარტიული პარლამენტის მოცემულობა, იმიტომ რომ ისინი თავად "ქართულ ოცნებაში" შევიდნენ პოლიტიკური შეთანხმების არასრსებობის პირობებში, მათი ამ გადაწყვეტილებით. სხვა პარტიები ოპოზიციურ სპექტრში, არ აპირებენ შევიდნენ ივანიშვილის პარლამენტში, რომელიც გაყალბებული არჩევნების შედეგად არის ფორმირებული. 

მათ ნაცვლად, ამ შანტაჟს თავს დავანებებდი და ამით განვაცხადებდი ღიად, რომ არ ვაკმაყოფილებ და მოლაპარაკებისთვის კარს ვტოვებ ღიას, ან თუ მართლაც აპირებენ დაკმაყოფილებას, დროულად დავაკმაყოფილებდი. მუდმივი სპეკულირება, შანტაჟი, ვაჭრობა, ძალიან სამარცხვინოა მათი მხრიდან და ხაზს უსვამ, რომ ისინი არაკეთილსინდისიერნი არიან თუნდაც მოლაპარაკების პროცესში და ყოველგვარი მორალისგან და პრინციპულობისგან დაცლილია მათი პოლიტიკა", – განაცხადა ბოკუჩავამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

 

თაგები:

Advertisement