"შეთანხმება არ იქნება" - ტრამპი ირანისგან სრულ დანებებას მოითხოვს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან არანაირი შეთანხმება არ არის მოსალოდნელი.
ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციის, ამის შემდეგ და დიადი, მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ ჩვენ და ჩვენი მრავალი შესანიშნავი, ძალიან მამაცი მოკავშირე, პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ, რომ ირანი დავაბრუნოთ განადგურების პირას მყოფი მდგომარეობიდან, რათა ის ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გახდეს, ვიდრე ოდესმე.
ირანს დიდი მომავალი ექნება. გავხადოთ ირანი ისევ დიდებული", – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მოკლეს. შურისძიების მიზნით, ირანის არმიამ ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელა. სამიზნედ ამერიკული სამხედრო ბაზები და საკონსულოები იქცა.
5 მარტს, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომის შემდეგ ეტაპზე გადადის. კერძოდ, ისრაელის არმია გააძლიერებს საჰაერო დარტყმებს მიწისქვეშა საწყობებზე, სადაც თეირანი ბალისტიკურ რაკეტებს მალავს.
ამავდროულად, დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მას ირანში ხელმძღვანელობის სრული შეცვლა სურს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას "კარგი ლიდერის" როლისთვის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ამერიკული ჯარების სახმელეთო შეჭრისთვის. მან უარყო ვაშინგტონთან ნებისმიერი მოლაპარაკება და ხაზი გაუსვა იმას, რომ თეირანმა არ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული დარტყმების მიუხედავად.
დღეს, 6 მარტს, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს უზიარებს ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ხსნის ირანის მიერ ამერიკული სამიზნეების, განსაკუთრებით კი საკონტროლო სისტემების, რადარების და დროებითი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების სიზუსტეს.
თაგები:
დონალდ ტრამპი




