შეტევა გრძელდება – უკრაინელი სამხედროები სამხრეთით კიდევ სამ სოფელში შევიდნენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა სამხედროები სამხრეთით წინსვლას განაგრძობენ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე შევიდნენ სტანისლავში, ევგენოვკასა და ბობროვკუტში.
უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის რაიონის სოფელ სტანისლავში უკვე აღმართულია უკრაინის დროშა.
ასევე ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განლაგებულია სოფელ ევგენოვკაში (მიკოლაივის ოლქი) და ბობროვ კუტში (ხერსონის ოლქი).
უკრაინელი სამხედროები ხერსონის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის რეგიონში 12 დასახლება მხოლოდ ერთ დღეში გაათავისუფლეს.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს