Logo

შიდა ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

სამართალი
196
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე  ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი  „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

თაგები:

მარიხუანა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები