Logo

შიდა ქართლის რეგიონს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს

რეგიონები
5 დღის წინ / 14:12
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი დანიშნა.

სიმონ გულედანი დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის  თანამდებობას იკავებდა.

სხვადასხვა დროს ის იყო გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, მუშაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

Advertisement