Logo

შიდა ქართლში იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია შსს-ს ორი თანამშრომელი

სამართალი
156
Frontnews image description

შიდა ქართლში იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც შსს-ს ორი თანამშრომელი დაიჭრა.

„შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – აცხადებენ შსს-ში.

თაგები:

შსს
Advertisement