შინაგან საქმეთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, გერალდ ჰიორმანი.
მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


