შმიგალი – ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი


ავტორი
Front News საქართველო
ბროვარიში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის “შავი ყუთი” უკვე ნაპოვნია და გამოსაძიებლად საფრანგეთს გადაეცა. მონაცემები ამჟამად გამოძიების პროცესშია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გამოძიება გრძელდება. შავი ყუთი იპოვეს და სათანადო გაშიფვრისთვის საფრანგეთში გაგზავნეს. მონაცემები მიღებულია, გამოძიებას აქვს. გამოძიება გრძელდება, მე, ისევე როგორც თქვენ, უნდა დაველოდოთ შედეგებს და ვნახოთ დასაბუთებული პასუხები რიგ კითხვებზე“, – განაცხადა შმიგალმა.
მისი თქმით, გამოძიების შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
18 იანვარს, ბროვარიში, ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, მათ შორის მინისტრი დენის მონასტირსკი იმყოფებოდა, ჩამოვარდა და საბავშვო ბაღს დაეცა. ავიაკატასტროფას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოძიება განიხილავს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სამ ვერსიას, კერძოდ: ფრენის წესების დარღვევას, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობას ან მანქანის განადგურების მიზანმიმართულ ქმედებებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს