შმიგალი კანადაში ჩავიდა, შემდეგ კი აშშ-ს ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი სამუშაო ვიზიტით კანადაში ჩავიდა, ამის შემდეგ ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
შმიგალი კანადაში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და ვიცე-პრემიერ კრისტია ფრილენდს შევხდება.
ამ კვირაში უკრაინის მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ეწვევა. შმიგალი გამართავს შეხვედრებს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან და მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამართულ საგაზაფხულო შეხვედრებში.
“ჩვენ ვამზადებთ ახალ შეთანხმებებს ჩვენი სახელმწიფოს მაკროფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა შმიგალმა.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს