შმიგალი – უკრაინა 1 ივლისიდან რუსეთთან უვიზო რეჟიმს აუქმებს


ავტორი
Front News საქართველო
მინისტრთა კაბინეტმა 1 ივლისიდან რუსეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა.
“ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ კავშირებს რუსეთთან. ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უპრეცედენტო საფრთხეების დასაძლევად, მთავრობამ, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ახლახან მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება”, – წერს შმიგალი ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, 2022 წლის 1 ივლისიდან რუსები უკრაინაში ვიზის აღების გარეშე ვერ შევლენ.
თაგები:
დენის შმიგალი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს