Logo

შოიგუ – “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება”

უკრაინა
1335
Frontnews image description

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის “განთავისუფლება” დასასრულს უახლოვდება.

 

“რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები “ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების” სახალხო მილიციის ნაწილებთან ერთად აგრძელებენ კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” “განთავისუფლება” დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა შოიგუმ. 

 

შოიგუს მტკიცებით, “უკრაინული ძალები მოქალაქეებს არ უშვებენ ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან, ასევე ისინი მოსახლეობას იყენებენ ცოცხალ ფარად”, თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ყოველდღიურად გამოჰყავს ხალხი საბრძოლო ზონიდან და ადგილობრივ მოსახლეობას,  ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

Advertisement