შოლცი ადასტურებს, რომ გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიამ სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის 18 ტანკი გადასცა.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
“მიწოდება განვახორციელეთ ისე, როგორც იყო გამოცხადებული“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ტანკების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინამ მიიღო Leopard 2-ის ყველა ტანკი, რომლის გადაცემასაც გერმანია დაჰპირდა.
გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორი Marder და დამატებითი სათადარიგო ნაწილები გადასცა და ტექნიკა უკვე უკრაინის საზღვარზეა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს