შოლცი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატოს შორის


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამტკიცებს, რომ მისი გადაწყვეტილება არ მიაწოდოს Taurus ფრთოსანი რაკეტები უკრაინას განპირობებულია იმით, რომ თავიდან აიცილოს პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და ნატოს შორის.
“უკრაინის მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ერთი რამ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავიდან ავიცილოთ ომის ესკალაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავიცილოთ ომი რუსეთსა და ნატოს შორის, ჩვენ ასევე არ გავაგზავნით ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინაში“, – განაცხადა შოლცმა.
ამავდროულად, გერმანია, შოლცის თქმით, უკრაინას უჭერს მხარს იარაღითა და საბრძოლო მასალებით “უფრო მეტად, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა”.
“მხოლოდ ამაზე ჩვენ ვხარჯავთ 28 მილიარდ ევროზე მეტს, მეტს, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა ერთად და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მანამ, სანამ საჭირო იქნება”, – აღნიშნა კანცლერმა.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს