შოთა მანელიძე - ბრალდებასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას ვერ აყალიბებს, სტრესშია


ავტორი
Front News საქართველო
ბრალდებასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას ვერ აყალიბებს. სტრესშია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით არ იძლევა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც კაჭკაჭიშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.
“ბრალდებასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას ვერ აყალიბებს. სტრესშია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას დღეის მდგომარეობით არ იძლევა.
როცა ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომელსაც სავალდებულოდ ყველა მხარე, ამ შემთხვევაში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე უნდა დაემორჩილოს, რბილად რომ ვთქვა, გასცდა იმ მინიმალურ სტანდარტს, რასაც დასაბუთებული ვარაუდი ჰქვია. ვისთან რა დამოკიდებულება გააჩნდა, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, - განაცხადა შოთა მანელიძემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ღამით თბილისში, ჭავჭავაძეზე მოკლეს.
თაგები:
შოთა მანელიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს