Logo

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს

საზოგადოება
125
Frontnews image description

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ანთია აირჩიეს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსი 20 აგვისტოს გაიხსნა. როგორც გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უნივერსიტეტი ამზადებს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც რეგიონის წარმატებულ მომავალს ქმნიან.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2007 წლის 13 ივლისს სამი სრულიად განსხვავებული მისიის მქონე სასწავლებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, სსიპ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმის და სსიპ სენაკის აგრარულ–ეკონომიკური კოლეჯის ბაზაზე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 ოქტომბრის #182 დადგენილებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის სახედ განისაზღვრა სასწავლო უნივერსიტეტი და შეეცვალა სახელი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

2009 წელს უნივერსიტეტის პირველი რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია აირჩიეს.

Advertisement