
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნებისთვის" პაატა ბურჭულაძის ციხეში ყოფნა არის აუცილებლობა და არა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი ფაქტი, - ამის შესახებ მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათ სჭირდებათ დანაშაულის აღიარება და მორალური დარტყმის მიყენება საქართველოში თავისუფალი საზოგადოებისთვის.
"პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, პაატა ვერ ხვდება, რის აღიარებას ითხოვს პროკურატურა მისგან და მე ვფიქრობ, პროკურატურას სჭირდება ეს საჯარო პოზიციონირებისთვის და ერთგვარ "პიარ ხრიკად".
დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნებისთვის" პაატა ბურჭულაძის ციხეში ყოფნა არის აუცილებლობა და არა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი ფაქტი. მათ სჭირდებათ დანაშაულის აღიარება და მორალური დარტყმის მიყენება საქართველოში თავისუფალი საზოგადოებისთვის", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმეზე პირველი პროცესი დღეს გაიმართა.
თაგები:
შოთა თუთბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს