
ავტორი
Front News საქართველო
ხვალვე მოინახულებს ელენეს ნდობით აღჭურვილი მოწვეული ექიმი და მას შემდეგ, რაც დაისმევა დიაგნოზი, დაიწყება მუშაობა მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმაზე, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს შედგა შეხვედრა ციხის ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა, სადაც სამოქმედო გეგმები განისაზღვრა.
"ვიზუალური დაკვირვებით, შეიძლება ითქვას, რომ ელენეს შეზღუდული აქვს მოძრაობა, მუდმივი ტკივილები აქვს სახსრებში, მათ შორის ეს ვრცელდება ყველა სახსარზე. შესაძლებელია, საკმაოდ რთულ დიაგნოზთან გვქონდეს საქმე, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი და ასევე, არ გვაქვს დაზუსტებული დიაგნოზი. ექვსი თვე გადის და დღემდე არ გვაქვს ჩვენ დიაგნოზი, არა თუ მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.
ჩვენ რაც პრესკონფერენციაზე ვთქვით, იყო სიმართლე და ეს დაადასტურა არა მხოლოდ ელენემ, არამედ პენიტენციურმა სამსახურმაც.
ჩვენ ვგრძნობთ სხვაობას ციხის ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურის დამოკიდებულებაში. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, შედგა შეხვედრა ციხის ადმინისტრაციასა და ჩვენს შორის, მათ შორის სამედიცინო პერსონალს შორის. შევთანხმდით გარკვეულ სამომავლო გეგმებზე, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალვე მოინახულებს ელენეს ნდობით აღჭურვილი მოწვეული ექიმი და მას შემდეგ, რაც დაისმევა დიაგნოზი, დაიწყება მუშაობა მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმაზე იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი ტიპის სიმპტომები ან ავადმყოფობაზე საუბარი, რომ თავისით გაიაროს.
მდგომარეობა სერიოზულია, ელენეს გადაადგილება უჭირს და მე, იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოც, ციხის ადმინისტრაციაც დარჩება თავისი პირობის ერთგული და ამ ჩვენს დღევანდელ შეხვედრასაც და დაპირებებსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირებები და არა ქიშპობა.
ყველაფერი, რაც პოლიტიკური ტყვეს ჯანმრთელობას ეხება, არის სახელმწიფოს, პენიტენციური სამსახურის და ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა და ასევე, გვინდა, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს პოლიტიკური პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს არ არის მხოლოდ ელენეს პრობლემა, უბრალოდ, ელენეს მდგომარეობა ახლა უახლოვდება საგანგაშო ნიშნულს", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მისმა უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ და ხოშტარიას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანი ქავთარაძემ მოინახულეს. ასევე, შეხვდნენ ციხის ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს, რომლებთან საუბრისას შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმებზე.
თაგები:
შოთა თუთბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს