
ავტორი
Front News საქართველო
ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი პოლიტიკურია და სხდომას მესამე პრეზიდენტი იმისთვის ესწრება, რომ საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაცია შეძლოს.
“კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი, მართლმსაჯულება არის მითვისებული საქართველოში ხელისუფლების მიერ. ჩვენ ამას ვხედავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, მაგრამ განსაკუთრებით მის პროცესებზე. ეს პროცესი იქნება გამოყენებული, როგორც უშუალო კომუნიკაციის არხი ქართველ ხალხთან და სარკე, რომელშიც ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები დაინახავენ, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი გვაქვს საქართველოში”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს