
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ადვოკატების თხოვნას, რომ ორშაბათამდე მკურნალობის კურსი და მედიკამენტების მიღება არ შეწყვიტოს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ, გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო.
ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენ თხოვნას, შესაბამისად ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ, ორშაბათს უკვე ვნახვთ რა მოხდება”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს