
ავტორი
Front News საქართველო
პირველი მარტიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საქართველოში, უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება.
იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს, ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.
უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია. სერვისის მიმღებმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია პორტალზე https://labourmigration.moh.gov.ge/ უნდა ატვირთონ.
შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს როგორც დასაქმებულის, ისე - დამსაქმებლის დაჯარიმებას, მათ შორის თვითდასაქმებულის უცხოელის ფინანსურ ჯარიმებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს