შს მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აკირა იმამურასთან.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მინისტრმა იაპონიის მხარეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა სამინისტროს თანამშრომლობას საქართველოში იაპონიის საელჩოსთან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ ბენეფიციარს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) აქტიური თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში ხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების გადამზადება კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


