
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან კაორი იშიკავასთან.
შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს