Logo

შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ზემო სვანეთში სამუშაო შეხვედრა გამართა

სამართალი
390
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რონი მესხმა ზემო სვანეთში, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ფიფია და ზემო სვანეთის პოლიციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს  სამართალდამცველების სამუშაო პირობების და  მათი საქმიანობის

კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი  ღონისძიებები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამშრომლებს გაწეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

თაგები:

რონი მესხი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები