Logo

შსს - ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის შემოწმების შედეგად, 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს

სამართალი
259
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ე.პ. - ს პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Advertisement